LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მოგზაურთა ოჯახმა 3 ღამე მსოფლიოში ყველაზე საშიშ სასტუმროში გაათენა

40
hotel-1184x666

ავსტრალიელმა მოგზაურთა ოჯახმა, რომელიც უკვე მეხუთე წელია იახტით მსოფლიოს გარშემო დაცურავს, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სასტუმრომდე მიაღწია. სასტუმრო ღია ოკეანეში მდებარეობს და თავისი გამოცდილების შესახებ ავსტრალიელებმა საავტორო Youtube არხზე ისაუბრეს.

მოგზაური ბლოგერები რაილი უიტელუმი და მისი პარტნიორი ელაინა კარაუსუ ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცნობილ სასტუმროს The Flying Pan Tower-ს ესტუმრნენ. დაწესებულება ატლანტის ოკეანეში ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ოჯახმა ერთ ღამეში 1550 დოლარი გადაიხადა.

პლატფორმის ზედა ნაწილამდე ტურისტები იმპროვიზებული ასაწევი კონსტრუქციით მოხვდნენ. სტუმრებს 8 საძინებელი და 2 აბაზანა დახვდათ. რაილიმ აღიარა, რომ სასტუმროს დეკორში არსებული საინტერესო დეტალებისა და ნივთების მრავალფეროვნებით გაოგნებული დარჩა. მოგზაურებმა სამზარეულოში ხილი და საჭირო პროდუქტების მარაგებიც იპოვეს.

საინტერესოა, რომ ეს სასტუმრო წარსულში შუქურას როლს ასრულებდა. 2004 წლიდან მისი საჭიროება აღარ იყო, ამიტომ შენობა გასაყიდად გაიტანეს. მოგვიანებით შენობა ინჟინერ-პროგრამისტმა რიჩარც ნილმა შეიძინა, ორი წელი რემონტსა და გადაკეთებას მოანდომა და საოცარი ადგილი შექმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები