UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ბრუნდება. როგორც მან სოციალურ ქსელში განთავსებულ LIVE ჩართვაში განაცხადა, საქართველოში ათკაციან ჯგუფთან ერთად მოდის, რომელთა შორისაც ჟურნალისტი, UFC-ს პრომოუტერი ნინა მარი დანიელი იგივე „ნინა დრამაც“ არის.
„ოთხშაბათს დილით საქართველოში ვიქნებით და გნახავთ ყველას რიყის პარკში“, – ამბობს მერაბ დვალიშვილი LIVE ჩართვაში, რომელიც ნიუ-იორკში, საქართველოში გამომგზავრებამდე ჩაწერა.