შემოდგომაზე, ახალ რომანტიკულ დრამა, Live in Time – „მომენტით ვცხოვრობთ“ გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი და ფლორენს პიუ თამაშობენ.
რეჟისორ ჯონ კროულის ფილმის სიუჟეტი მიჰყვება წყვილის ურთიერთობას ათწლეულების განმავლობაში, მათი ოჯახური თანაცხოვრება კი ბევრი სირთულითა და მოულოდნელობითაა აღსავსე.
ცნობისთვის, ფილმის სცენარის ავტორი „ნეტფლიქსის“ გახმაურებული სერიალის, The Crown-ის, ერთ-ერთი შემქმნელი ნიკ პეინია. პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერი კი, ბენედიქტ კამბერბეჩია.
ფილმის პრემიერა „ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე“ სექტემბერში შედგება, მაყურებელი კი მას 11 ოქტომბერს იხილავს.