ფირმა Dip Your Car–მა ჩაატარა ექსპერიმენტი და Mitsubishi Evo სიბნელეში მანათობელ ავტომობილად გადააქცია. როგორც აღმოჩნდა, ძარაზე მანათობელი საღებავის დატანა არც თუ ისე მარტივი დავალება ყოფილა.
ექსპერიმენტის ავტორთა ინფორმაციით, უნიკალური საღებავის შესაქმნელად მათ 8 განსხვავებული პიგმენტი იპოვეს, ემალს შეურიეს და კონტეინერში მოთავსებული მასა ბნელ შენობაში მოათავსეს. დაკვირვების შედეგად კი დაადგინეს, თუ რომელი პიგმენტი ასრულებდა დავალებას ყველაზე კარგად.
შემდეგი ეტაპი საღებავის ძარაზე დატანა იყო. ყოველი ფენის წასმის შემდეგ შუქს აქრობდნენ და ამოწმებდნენ თუ რამდენად ანათებდა საღებავი. სასურველი შედეგის მისაღებად, Mitsubishi Evo–ს 15 ლიტრამდე მასალა დაახარჯეს.