LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, თუ როგორ დაედევნა თვითმფრინავი Porsche-ს

71
porsche

GoPro-ს კამერებს იყენებენ როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები და მოწყობილობა ყველაზე ექსტრემალური სპორტის სახეობების გადასაღებად არაჩვეულებრივი საშუალებაა. იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ გამოიყენება კომპაქტური კამერა რბოლაში, ორი პოლონელი სპორტსმენია.

პილოტებმა იანუშ დუდეკმა და ლუკ ჩეპელამ მოაწყვეს რბოლა, სადაც მთავარი გმირები Porsche-ს სპორტქარი და მსუბუქი თვითმფრინავი გახდნენ.

3,6 კილომეტრის სიგრძის წრე, რომელიც ნაწილობრივ Opole Airport-ის ტერიტორიაზეც მდებარეობს, იანუშ დუდეკმა 718 Cayman GT4 RS-ით გაიარა. 500 ძალის კუპეს საჭესთან მრბოლელს დრიფტის გამოყენებაც მოუწია, რათა მდევრისგან თავი დაეხსნა.

მანქანას ლუკ ჩეპელა, პროფესიონალი მფრინავი მისდევდა და დაამტკიცა კიდეც რომ რაც არ უნდა სწრაფი იყოს ავტომობილი, მისი დაწევა ყოველთვის შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები