მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე „დღის პოსტს“ ესტუმრა და ცნობილ ოჯახსა და მამასთან, გიგა ლორთქიფანიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„გიგა სულ ტიროდა ყველაფერზე. მესამეჯერ რომ გავთხოვდი და რომ გავყევი მიშა გომიაშვილს, მაშინ მე და მიშა ვთამაშობდით ერთად სპექტაკლში. ახალგაზრდულად და ჩქარა გადავწყვიტეთ ეს ამბავი. დედა ამ დროს დუშეთში იყო, წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, გიგა მაშინ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი იყო, მოვაწერეთ ხელი მე და მიშამ ისე, რომ არავინ იცოდა. მივედი მამასთან უნივერსიტეტში. ვუთხარი, მე და მიშამ ხელი მოვაწერეთ-მეთქი, რასო – მკითხა. ამოიოხრა, მოუკიდა სიგარეტს და მითხრა ასეთი ფრაზა, მკლავ, მკლავ და ვერ მომკალიო… დედას დუშეთში შენ უნდა გააგებინო-მეთქი. აიღო საკუთარ თავზე ეს დარტყმა, მთელ დუშეთს ეგონა, რომ ნანა მოკვდა, დედაჩემმა ისეთი კივილი მორთო, რომ მთელი მეზობლები ჩვენთან იყვნენ…“