LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნათია ფანჯიკიძე: „უნდა იცოდე, შვილი შენი საკუთრება არ არის და არ იბადება იმიტომ, რომ შენ შეურჩიო მეგობრები, პროფესია, შეყვარებულიც კი და სიბერეშიც შენ მოგხედოს…“

162
ნათია ფანჯიკიძე

გვანცა დარასელიას პოდკასტს ესტუმრა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც უპასუხა წამყვანის კითხვას, შვილზე, როგორც სიბერის გარანტიაზე:

„კარგი მშობლობა, სწორი მშობლობა თუკი არსებობს, ერთ-ერთია ის, რომ იცოდე, შვილი შენი საკუთრება არ არის და არ იბადება იმიტომ, რომ დააკმაყოფილოს შენი მოლოდინები, გაამართლოს ყველა შენი იმედი, გადაიქცეს შენს მომვლელად და შენი ცხოვრებით იცხოვროს. შენ შეურჩიო მეგობრები, პროფესია, შეყვარებული და სიბერეშიც შენ მოგხედოს. შეიძლება, 10 შვილი გააჩინო და შენ გვერდით, კონკრეტულ წამს, არავინ აღმოჩნდეს. როგორც მარტო დავიბადეთ, ისე მარტო აღვესრულებით. ამ ჩვენს მარტოობას ვერასდროს ვერავინ ამოავსებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g