LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Neuralink-ის ჩიპის მქონე პაციენტი ჭადრაკს „ტელეპათიურად“ თამაშობს

118
page

გასულ წელს Neuralink-მა ადამიანის ტვინში პირველად ჩიპი წარმატებით ჩანერგა. ცდის პირმა აზრის ძალით მაუსის კურსორის კონტროლი ისწავლა.

მასკის განცხადებით, Neuralink-ის პირველმა პაციენტმა მაუსი გონებით გააკონტროლა

ამჯერად ილონ მასკის კომპანიამ მტკიცებულება გამოაქვეყნა იმისა, თუ როგორ წარმატებით მუშაობს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ტექნოლოგია. 

კომპანიამ ერთ-ერთი პაციენტის ვიდეო გაავრცელა ინტერნეტში, სადაც ჩანს, თუ როგორ თამაშობს ჩიპის მქონე ადამიანი ჭადრაკს „ტელეპათიურად“. ის კურსორს გონების ძალით ამოძრავებს, რაც სწორედ უსადენო ჩიპის დამსახურებაა.

ცნობისთვის, მასკმა კომპანია  Neuralink მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ჩიპების თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით, ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. მისი მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

„AI მომავალ მომავალ წელს ალბათ ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება“ – ილონ მასკი

ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად წარმატებით ჩანერგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები