„პირველ სტუდიაში“ ნინი ბადურაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნატვრა:
„ძალიან მინდა, რომ არც ერთ ბავშვს არ შიოდეს, არ სციოდეს. ამას წინათ ბიძაჩემი მეუბნებოდა, ადრე, ქუჩაში სიმღერის ხმა მესმოდა, ქართველები ლაღები და მხიარული ადამიანები ვართ და მინდა, ასეთი საქართველო დაბრუნდეს, როდესაც გამვლელებიც მღერიანო. მინდა, ქუჩაში რომ გავალ, ადამიანებს სახეზე დაძაბულობა არ ეტყობოდეთ. ყველა ხომ ასე ვართ, გადარჩენაზე. მესმის, რომ დრო შეიცვალა და მხოლოდ საქართველოში არ არის ასე… ვისურვებდი, ბევრი მომღიმარი ადამიანი მენახა საქართველოში…“
