რადიო და ტელეწამყვანი ნინი ბუკია „ტვ პირველის“ ეთერში გარდატეხის ასაკსა და ქალიშვილთან, მარიამ გულედანთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„ჩვენ 90-იანების შვილები ვართ და არ გვქონია გარდატეხის ასაკის ფუფუნება, არ იყო წყალი, შუქი, საჭმელი. ძალიან წესიერი ბავშვები ვიყავით, რასაც დედა გვეუბნებოდა, იმას ვაკეთებდით. მქონდა ლიმიტები, ვმუშაობდი ძალიან პატარა ასაკიდან, ვცდილობდი, მშობლებისთვის ხელი შემეწყო.
მე ძალიან მკაცრი დედა მყავდა, რომელსაც სულ სტანდარტები ჰქონდა. როცა მარიამი შემეძინა, მას იმიტომ გამოვარჩევ, რომ უფრო რთული ხასიათი აღმოაჩნდა, ალექსანდრე ბევრად კაი ტიპი აღმოჩნდა ამ მხრივ, თავს პირობა მივეცი, რომ რადიკალურად სხვანაირად მოვიქცეოდი. ერთხელ რომ ჰკითხეს, დედაშენი ძალით სად გატარებდაო, ორივეს გაგვიკვირდა ეს კითხვა… ბევრი რამ არ მომწონებია, მაგალითად, კარი რომ გავაღე და დავინახე, რომ წარბები ჰქონდა გადაპარსული… ასე გამოხატავს თავის თავს, მორჩა. სტილი, რომელიც მარიამმა აირჩია, დედაჩემი ამაზე სულ მეუბნებოდა, რას იფიქრებენ, რომ ტანსაცმელი არ აქვს, რატომ არის მისი სამოსი დახეულიო… მაგრამ მას ასე მოსწონს…“
