დუეტი „ლეონი“, ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის შემადგენლობით, „დღის პოსტს“ ესტუმრა. ლევანი და ნინი მეორე შვილს ელოდებიან და ორსულობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
ლევან წვერავა:
„ზღვა ემოციაა, მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის, რაც ახლა მივიღეთ…
ნინი, როგორ მიდის ორსულობა, განებივრებენ ლევანი და ნოე?
ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, განებივრება ცოტა რთულია, მაგრამ ორივე ცდილობს. შეცვლით არაფერი შეცვლილა.
ლევან, ნინის რაიმე მოთხოვნები ხომ არ აქვს?
ჭკვიანია და დაგეგმილი მოთხოვნები აქვს, რომლებსაც მიჰყვება.
ნინი:
ძალიან კარგი ორსულობა მაქვს, ღმერთის წყალობით. რომ არა ასეთი ორსულობა,მ ამდენ საქმეს ვერ გავაკეთებდით.
ნოე როგორ ემზადება?
ვეუბნები, რომ შენს ძამიკოს ძალიან უყვარხარ-მეთქი. არჩევს სათამაშოებს, რომლებიც უნდა დაახვედროს.
