„წლევანდელი წინასაახალწლო დღეები ჩემთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აღმოჩნდა! კონცერტებზე ხალხისგან სითბოს და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ იმ სიხარულს, რომელიც მომანიჭა რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრებმა, მართლა არაფერი შეედრება“, – ამის შესახებ აღნიშნულია მომღერალ ნინი ქარსელაძის მიმართვაში, რომელსაც მომღერლის დედა – ხათუნა ჟორდანია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და თან ურთავს კონცერტებზე გადაღებული ვიდეოების კოლაჟს.
ვიდეო: „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ ქუთაისში საახალწლო კონცერტზე იმღერეს
როგორც ნინი ქარსელაძე წერს, სიყვარულს, რომელიც კონცერტებზე მაყურებლისგან მიიღო, ვერანაირი შეურაცხყოფა და ბულინგი ვერ გადაფარავს.
„ეს არის სიყვარულის და გულშემატკივრობის ისეთი გულწრფელი გამოხატულება, რომ ამისთვის ბრძოლაც ღირს და ცხოვრებაც. ვერანაირი შეურაცხყოფა, ბულინგი, უსამართლოდ გულისტკენა და დაუნდობლობა ვერ გადაფარავს ამ განცდას!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამდენ სითბოს და სიყვარულს გვიგზავნის მე და ჩემს ოჯახს! განსაკუთრებით დიდი მადლობა კი ბავშვებს, რომლებსაც ასე სჭირდებათ მშვიდი, სიხარულით და სიყვარულით სავსე გარემო!
დიდი მადლობა ყველა რეგიონს, იქაური მასპინძლებს, გულთბილი დახვედრისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემს საყვარელ tata svanidze-ს. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ! პატივისცემით, ნინი ქარსელაძე“, – აღნიშნულია მიმართვაში.
Posted by ხათუნა ჟორდანია on პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024