კომპანია Nissan-მა შექმნა ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ავტომობილებში 2030 წლიდან დანერგავენ. ტექნოლოგიას ჰქვია „ობიექტური რეალობის აღქმა“ და ის რადარების და კამერების დახმარებით გარემოს სამ განზომილებაში აღიქვამს. სიახლე თვალთახედვის არეში ყველა ობიექტს აანალიზებს, მათ ტრაექტორიას ითვლის და არასტანდარტულ ავარიებს რეალურ დროში არიდებს თავს.
ახალ ტექნოლოგიას თავისი საქმის უკეთ გაკეთებაში 7 რადარი და ათობით კამერა ეხმარება. სისტემა 300 მეტრით წინ ყველაფერს ხედავს, ამასთან ხედვის ფართო კუთხე აქვს, რეალურ დროში აანალიზებს გზაზე სიტუაციას, აფასებს რისკებს და ითვლის ნაბიჯებს რომელიც ავარიის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.
ელექტრონიკა ცნობს შენელებულ ავტომობილებს, ქვეითებს, სხვა ნივთებს და მართვას არ კარგავს ყველაზე უჩვეულო სიტუაციებშიც კი. მაგალითად, წინა ავტომობილს უეცრად საბურავი თუ მოძვრება, მანქანა უბრალოდ სხვა ზოლში გადაეწყობა, გზაზე უეცრად გამოვარდნილი ადამიანი ხო მისთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
ახალ სისტემაზე მუშაობას Nissan ამ ათწლეულის ბოლოს დაასრულებს და ავტომობილებზე მისი მონტაჟიც 2030 წლიდან დაიწყება.