ნუცა ბუზალაძე ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში სამ სიახლეს გვამცნობს საკუთარი ამერიკული ცხოვრებიდან და აღნიშნავს, რომ ნელ-ნელა საკუთარ ჟღერადობას პოულობს, ქალაქი, სადაც ამჟამად იმოფება, ამის შესაძლებლობას აძლევს:
„ვწერ ამ ვიდეოს, რომ გაგიზიაროთ სამი სიახლე. ადრე ჩავწერე ვიდეო, სადაც გეკითხებოდით, რა ბრენდს ვამზადებდი. რამდენიმემ გამოიცანით. სამ-ოთხ დღეში დავდებ ყველა სიახლეს ამასთან დაკავშირებით, გაყიდვაშიც გამოვა. ორ კვირაში გამოდის ჩემი ახალი სიმღერა და კლიპი. მიხარია, რომ ნელ-ნელა ამ ქალაქმა მომცა იმის საშუალება და შანსი, რომ ჩემი ჟღერადობა ვიპოვო. იმედი მაქვს, ეს სიმღერა მოგეწონებათ. მესამე სიახლე კი ისაა, რომ ხვალ გაიმართება ჩემი რიგით მეორე სოლოკონცერტი, ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილზში, „ჩიპრიანის“ ჯაზკლუბში. ვინც იცით ეს ადგილი, აუცილებლად მობრძანდით. გამიხარდება ჩემიანების ნახვა. სხვანაირი ენერგიაა, როცა ქართველებს ვხედავ. ასე რომ, თუ აქ ხართ და გაგიხარდებათ, აუცილებლად მობრძანდით…“
