LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე: „როცა კარგად ხარ, ყველა შენ გაქებს და მოდაშია შენი ქება, ისინიც გაქებენ, როცა ბულინგია მოდაში, გაბულინგებენ, ასეთი „მეგობრების“ ნამდვილი სახეები დავინახე…“

210
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ამჟამად კარგად არის, რადგან უყვარს მდგომარეობა, როცა ბევრი საქმე აქვს:

„ვემზადები პროექტისთვის, რაშიც ახლა ვიღებ მონაწილეობას… რადგან გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქვეყანა წარვადგინო „ევროვიზიაზე“ წარმატებულად, ჩამოვედი და ვიწყებ მომზადებას სერიოზულად. ჩემგან ყოველთვის ელოდებიან ენერგიულ გამოსვლას, სულ რომ ბალადა მქონდეს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია, რომ ენერგიული ელემენტები არ დავამატო…“

ნუცა ასევე პასუხობს კითხვას მოსკოვში ვიზიტთან და სოსო პავლიაშვილთან დუეტთან დაკავშირებით:

„სხვათა შორის, ვიცოდი, რომ ეს ვიდეო როცა გავრცელდებოდა, ამას ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. მეც მექნებოდა ასეთი რეაქცია, რომ არ მცოდნოდა, ამის უკან რა არის. ეს იყო ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღე და გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ აქ ვერ იხდიდა, იქ წავიდოდი მასთან ერთად. არ მქონდა არანაირი დუეტი დაგეგმილი არც სოსოსთან და არც სხვა იქაურ ქართველებთან. როცა გავიგე „სამშობლო“, ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ მისი შესრულება გადავწყვიტე. ალბათ, ამაში შევცდი, რომ შეიძლება, არც უნდა მემღერა. მაგრამ როცა კომერციული არაა და ჩემი მეგობარია, მინდა ვიმღერებ და მინდა ვიცეკვებ… მივხვდი, რა იყო გაღიზიანების მიზეზი. არ მაქვს დრო, ვიკითხო, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და მაშინ არ ვიცოდი, რა განცხადებებს აკეთებდა სოსო პავლიაშვილი. როცა კარგად ხარ, ყველა შენ გაქებს და მოდაშია შენი ქება, ისინიც გაქებენ, როცა ბულინგია მოდაში, გაბულინგებენ, ასეთი „მეგობრების“ ნამდვილი სახეები დავინახე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები