მომღერალი ოთო ნემსაძე თავის მეუღლესთან, მსახიობ სოფო მეძმარიაშვილთან ერთად სოფელ ხანს ესტუმრა, სადაც ულამაზესი ჩანჩქერი საქუხარა მოინახულა.
„მეგობრებო, ბაღდათში წამოვედით საქუხარას ჩანჩქერზე, ლაშქრობაში. ძალიან დიდხანს ვიარეთ…“
„აქ გვაქვს ფოტოსესია. არანორმალურობა ხდება, ხალხო, ულამაზესია აქაურობა“, – აღნიშნავს მომღერალი.
ოთოსთან ერთად ლაშქრობაში იმყოფება ფოტოგრაფი გიორგი ცაავა.
„საოცრებაში მოვედით. ეს არის სრული სიგიჟე, მეგობრებო… ძალიან მაგარია… მოდით, ხალხო, დაათვალიერეთ თქვენი ქვეყანა, საგიჟეთია“, – დასძენს ოთო ერთ-ერთ ვიდეოში.