საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის ქალის, თეკლა გერსამიას დედა გამოძიებისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.
„ტვ პირველთან“ ქმრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქართველი ტიკტოკერის დედა ამბობს, რომ თავად მიიყენა ბიჭმა სადარბაზოში დანით დაზიანებები.
მისი თქმით, მისი შვილი, თეკლა გერსამია მის გადარჩენას ბოლო წუთამდე ცდილობდა.
„ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ, ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა მასთან ერთად ყოფილიყო. თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა რომ მაგასთან ხელი მოაწერა იმიტომ, რომ ამას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა… ვალები და რაღაცეები. გვარის შეცვლა მინდაო ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა და პასპორტიც კი წაართვა თეკლას იმიტომ, რომ არ გამეპაროო. მას ჰქონდა თავის ნივთებში, ამოიღეს პასპორტი. სულ ემუქრებოდა თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა. რას აღარ აკეთებდა, რომ მანიპულაციით, ფსიქოლოგიურად იმაშვებოდა თეკლას…
თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა სადარბაზოში დაზიანებები ერთ-ერთი ჩხუბის გამო ქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა დანა. თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული სასწრაფომდე. მერე ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ სასწრაფო მოიყვანა და კლინიკამდეც კი გაჰყვა. მის გადარჩენას ცდილობდა“, – ამბობს ქალი „ტვ პირველთან“.
მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 26 წლის ქალს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, – ნათქვამია განცხადებაში.
პასპორტიც კი წაართვა თეკლას, არ გამეპაროო .. სულ ემუქრებოდა თავს მოვიკლავო … თვითონ მიიყენა ბიჭმა დაზიანება … | ქმრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქართველი ტიკტოკერის დედა
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 24 აგვისტო, 2025