ნუკი კოშკელიშვილი ნანკა გვარის გადაცემის „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ქორწინების სირთულეებზე გვესაუბრება.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ შეუღლების დასაწყისში ერთგვარი ჭიდილი იყო.
„ბენი როდესაც გავიცანი ძალიან გამიმართლა. თან გათხოვება მიწევდა და თან შემიყვარდა. დავტოვე ყველაფერი და გავყევი. შემდეგ იყო სირთულეები თანაცხოვრების. ვისი აჯობებს, მისი თუ ჩემი მენტალობა. პირველი სამი წელი იყო პროტესტი, ჩემსკენ წამოვა, თუ მე წავალ მისკენ და ახლა დავიჭირეთ ოქროს შუალედი. ბენიც ძალიან გაქართველდა და მეც ძალიან ამერიკელი გავხდი“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.