საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას-„დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც ორბელიანების სასახლის განათება დღეს ერთი საათით გაითიშა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება.
ეს ერთგვარი გარემოსდაცვითი აქციაა, რა დროსაც ადამიანები ერთი საათით უარს ამბობენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე.
გლობალური ღონისძიების მიზანი დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალზე ზრუნვაა.