LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა საოცრებაა! სასწაული ბავშვები ხართ, ვტკბები, რამდენჯერ მოვუსმინე, რა დათვლის“ – ლუკა ბუთურიშვილის და სესილი ლემონჯავას დუეტით მოხიბლული მსმენელი

536
ლუკა ბუთურიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მე-9 სეზონი დაიწყო. ახალი სეზონის პირველ ტურში აუდიტორიის წინაშე პირველი ხუთეული წარდგა.

ვიდეო: „ორი საოცრება… ნამდვილი ნიჭის ზეიმია, საოცარი თაობა მოდის“ – ანამარია ქუქიშვილისა და ლაზარე კაპანაძის შთამბეჭდავი დუეტი „რანინას“ სცენაზე

„რანინას“ კონკურსანტებმა აღნიშნულ ტურში პროექტის გასული სეზონის მონაწილეებთან ერთად დუეტები შეასრულეს.

მსმენელმა ამავე ხუთეულიდან გაიცნო ლუკა ბუთურიშვილიც, რომელმაც „რანინას“ გასული სეზონის მონაწილესთან, სესილი ლემონჯავასთან ერთად ლილიკო ნემსაძის „სიმღერა მოგონებად რჩება“ შეასრულა და მსმენელის მოხიბვლაც უკვე შეძლო.

„გადასარევი ბავშვები ხართ“, „რა საოცრებაა! სასწაული ბავშვები ხართ“, სინათლე და ნიჭის ზეიმია… ვტკბები“, „რამდენჯერ ვუსმინე, რა დათვლის“, „ლუკა, საოცარი ბიჭი ხარ“, „საოცარი შესრულება იყო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „იხარეთ ბავშვებო. საოცარი გამოსვლა იყო!“ – ლუკა მიქაძემ და ლილე მჭედლიშვილმა სიმღერა „წამოვალ“ არაჩვეულებრივად შეასრულე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g