სალომე ჭაჭუა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა და მაყურებელს რჩევები მისცა, სახლის პირობებში როგორ უნდა ივარჯიშონ სწორად და იყვნენ ფორმაში.
სალომე ჭაჭუა:
„ვარჯიშები, ზოგადად, კარგ ფორმაში ყოფნისთვის აუცილებელია, არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანად. კვება ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, ასევე ძილის რეჟიმი და ვარჯიში, კვირაში სამ-ოთხჯერ ვარჯიში მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია დისციპლინა, რომელიც მოიცავს ცხოვრების სტილსაც, რა გინდა შენ საკუთარი თავისგან, ხარ თუ არ ხარ სპორტსმენი… სპორტსმენებს უფრო მკაცრი რეჟიმი გვაქვს, ხშირია ტრავმები, ვარჯიშის გადაჭარბებაც არ ვარგა, ხანდახან მოცეკვავეები დანგრეულები ვართ…“.
სალომე ამბობს, რომ ქართველი მაყურებელი მოენატრა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მეტად უცხოეთში ცეკვავს:
„ახლა ქვეყნის გარეთ მიწევს მოღვაწეობა, ვისაც აინტერესებს, თვალს მადევნებს…“