პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, მათე მარტიაშვილი დღეს იუბილარია. ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც ბრწყინვალე ტემბრითა და შესრულების მანერით მაყურებელი არაერთხელ აღაფრთოვანა, დღეს 12 წლის გახდა.
იუბილარ შვილს ემოციური პოსტით ულოცავს დედა, მომღერალი თინათინ ჭულუხაძე:
„დე, გილოცავ, უზომოდ, უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის შენი თავი რომ მაჩუქა! ულამაზესი ცხოვრება უნდა გქონდეს, დე! სულ იბრწყინე და იკაშკაშე, ჩემო სიამაყევ! დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ!“