LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ დატოვა „პრაიმშოუ“ სალომე ღვინიაშვილმა და რას ამბობს ტელესახე ემოციურ ვიდეო მიმართვაში – „ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში… ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს“

2143
სალომე ღვინიაშვილი

ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ტელესახე და მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ტელესახე ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და არც პოლიტიკას:

ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში.  
„პრაიმშოუსთან“ ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას– წერს სალომე ღვინიაშვილი.

ტელესახემ ემოციური ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც გადაცემის გუნდს მადლობა გადაუხადა:

ნოეს დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ვიყავი პრაიმშოუს ნაწილი, ბევრი ბედნიერი და საინტერესო დღე შემიძლია გავიხსენო თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ნოეს ამ გამოცდილებისთვის.

ასევე ჩემს თანაწამყვანებს მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენი სახით მყავს ძალიან კარგი მეგობრები ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მენატრებით და ძალიან მიყვარხართ.

მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს და ერთგულ მაყურებელს – ამბობს ვიდეო მიმართვაში სალომე სალომე ღვინაიშვილი.

✨ სალომე ღვინიაშვილის მიმართვა მაყურებელს და #პრაიმშოუს გუნდს 💛

✨ სალომე ღვინიაშვილის მიმართვა მაყურებელს და #პრაიმშოუს გუნდს 💛

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g