LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,როდესაც ელენესთვის წესის აგება მომიწია, საათნახევარი ხმით ვტიროდი…ნარკოტიკისგან ახალგაზრდები გვეხოცება” – მამა შალვა კეკელია

167
befunky-collage-2024-02-21t231254.198-2024-02-21_23-13-28_510764

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია გადაცემა ,,პრაიმშოუში” ნარკოდამოკიდებულის შესახებ საუბრობს.

დეკანოზის თქმით, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, რადგან ის ყველანაირი სახით ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

,,მე რამდენიმე წელია, რაც 7 საათზე ეკლესიაში, ნარკოტიკებთან და ლოთობასთან დაკავშირებით პარაკლისებს ვიხდი. ეს ჩვენ ქვეყანაში დიდი პრობლემაა და ჩვენ ამის გამო ღვთის წინაშე ლოცვა შეგვიძლია. წლებია ვევედრები უფალს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მახსოვს, როდესაც ელენესთვის წესის აგება მომიწია მანქანაში საათნახევარი ხმით ვტიროდი. ეს ჩემთვის ძაან დიდი ტკივილი იყო.

გადავწყვიტე პარაკლისი გადამეხადა ბასიანთან, რადგან იქ ტელევიზიები მოვიდოდნენ და ამაზე საუბარს შევძლებდი. ნარკოტიკისგან ახალგაზრდები გვეხოცება. რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, გენოციდია. საუბრობენ მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკზე თვითონ ნარკოლოგები, როგორ შეიძლება, როდესაც შენ ეს ყველაფერი იცი თქვა, რომ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მიღება, რადგან არ კლავს. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ნარკოდამოკიდებულები არიან, ისინი წყდებიან ოჯახებს და საზოგადოებას”, – საუბრობს მამა შალვა კეკელია.

ვიდეო: „19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი.. მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა… რომ ნა­ხოთ ის ბავ­შვი რო­გო­რი და­ხა­ტუ­ლია.. მშობ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან, შვი­ლი გა­ჭირ­ვე­ბით გა­ზარ­დეს.. ჰგო­ნი­ათ გა­სარ­თო­ბად გა­უშ­ვეს და მიც­ვა­ლებუ­ლი მი­უს­ვე­ნეს“ – დეკანოზი შალვა კეკელია

„ფრთხილად იყავით, ბავშვებო, ნუ აკლდებით და გვიუშნოებთ ცხოვრებას“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი გარდაცვლილ 19 წლის გოგოზე

შალვა კეკელია: „იცით როგორი ადამიანები კვდებიან ნარკოტიკით? ვინც პირველად გაიკეთა.. კარგი ნარკოტიკი არ არსებობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები