რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ 2024 ევროვიზიაზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, წელს,შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. სიმღერის შესარჩევად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
ევროვიზიამდე ნუცამ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსზე მისთვის დათმობილ სამ წუთში სურს საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინოს. მანამდე, ნუცა საკმაოდ აქტიურია და სხვადასხვა ფოტოსესიებს იღებს.
მომღერალმა მორიგი ცეცხლოვანი ფოტოსესია „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაგვიზიარა.
