LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა ფერები და ფიგურები გამოვიყენოთ და რატომ არის აუცილებელი სანთლის დანთება: „ის ენერგია, რომელიც ახლა შემოდის, განსხვავდება იმისგან, რაშიც ახლა ვართ…“

1530
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს, როგორ უნდა დავხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადს:

„დადებითი განწყობა აუცილებელია, მშვილდოსნის პერიოდია, რომელიც ოპტიმისტია და განწყობის თეორიას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყველას აინტერესებს, რა ტენდენციებია მოსალოდნელი მომავალ წელს, რადგან ის უკვე გვიახლოვდება.

ვისაუბროთ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს – ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალები. ჩვენ ტრადიციები ისედაც ძალიან გვიყვარს. როგორც შევხვდებით ახალ წელს, მომავალი წლის მასპინძელს, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ზეაქტიურ ველურ მუსტანგს, გიჟსა და გადარეულს, წითელი ფერისას… ჩვენ თუ გავანაწყენებთ მომავალი წლის მასპინძელს, შეიძლება, ძალიან ცუდად მოგვექცეს. ის ენერგია, რომელიც ახლა შემოდის, განსხვავდება იმისგან, რაშიც ახლა ვართ. გველის წელიწადი იცვლება ცხენის წელიწადით. თუ ნახევრად გეძინათ ამ წელიწადში და ისე აკეთებდით რაღაცებს, მშვენივრადაც გამოგდიოდათ, ყველა პასიური ადამიანი მომავალ წელს იქნება წაგებაში.

შეხვედრის მომენტისას გავითვალისწინოთ ის, რომ ახალი წელი რეალურად 17 თებერვალს დგება, ეს ცოტა მძიმე დღეა. ახალმთვარეობა დაემთხვა მზის დაბნელებას, ამიტომ არის რთული დღე. მსუბუქი წელიწადი ნამდვილად არ იქნება. როცა მზის დაბნელებით იწყება წელიწადი, მას ექნება გარკვეული გართულებები.

რიტუალები უნდა შეასრულოთ 31 დეკემბერსაც და 17 თებერვალს. დავიწყოთ ფიგურებით – გველის და ცხენის ფიგურა. 17 თებერვლიდან ცხენს დავტოვებთ მხოლოდ. სადაც გველის ფიგურა გვიდევს, დაუდეთ წინ ყველის ნაჭერი, ცხენის წინ ან ვაშლი ან თუ გექნებათ, თივა. რადგან ცეცხლის სტიქია შემოდის, ის უკავშირდება სანთელს, აუცილებლად უნდა გქონდეთ. სტიქია გვაძლევს წითელ ფერს, ამიტომ გამოვიყენოთ წითელი, ბორდოსფერი, ოქროსფერი, მერე შეიძლება დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, თეთრი… მთავარი ფერი წითელია, მაგრამ ის სხვა ფერებითაც უნდა განეიტრალდეს. ნაძვის ხის აწყობა სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაფერი არ არის. ზოგადად, ნაძვის ხე ხვავის და ბარაქის სიმბოლოა. მთავარია, ეს სიმბოლო იყოს. ბროწეული, ლიმონი და მანდარინი აუცილებლად უნდა გქონდეთ, ტოტების სახითაც, თუნდაც იყოს ხელოვნური, ეს არის სიყვარულის, სიხარულის, ჯანმრთელობის, ბარაქის სიმბოლოები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g