LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ უმკლავდება გიორგი ყიფშიძე ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლას: „დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს… ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს…“

488
f86a6503-0bd4-4588-aa0e-6ceaebf1ef83

„სივრცე ანასტასიასთან“ მსახიობ გიორგი ყიფშიძეს მასპინძლობს.

მსახიობი საუბრობს იმის შესახებ, როგორ უმკლავდება ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლას:

„დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინად არის ჩავარდნილი, მამაჩემი მატერიალურად და მორალურად მეხმარება, რადგან მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. გამორიცხულია. სერიალები რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის ბებია ხანდახან მოდის ხოლმე და მეხმარება. ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს. არაფერს ვაბრალებ. მოდით, არც მწვადს დავწვავ და არც შამფურს და არაფერს ვიტყვი…“

„ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან… შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“ – გიორგი ყიფშიძე

„ზოგ ადამიანს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე, მე ამ დროს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g