LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი უნდა იყოს კვებათა შორის ინტერვალი იდეალური წონის მისაღებად – ელენე გიორგაძის რეკომენდაცია

975
ელენე გიორგაძე

როგორი უნდა იყოს კვებათა შორის ინტერვალი იდეალური წონის მისაღებად? – ამ თემაზე ისაუბრა ცნობილმა ექიმმა, ელენე გიორგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

„საუკეთესოა საღამოს კვებიდან დილამდე 12 საათიანი, მინიმუმ 10 საათიანი პაუზა.

როდესაც ეს შესვენება აქვს კუჭ ნაწლავს, მაშინ მუშაობს ნორმალურად. ეს ფიზიოლოგიური რიტმია, მოდიან ჩვენთან პაციენტები, ახალგაზრდები და ამბობენ, ძილი გვაქვს დარღვეული.

ამ ასაკის ადამიანები გვიანობამდე სხედან კომპიუტერთან და მიირთმევენ თხილს და სხვა წასახემსებლებს.

სუსნაობა არის ძალიან მავნე ჩვევა, რომელსაც არ თვლიან კვებად, არადა ამ დროს იღებენ ბევრად დიდ კალორაჟს, ვიდრე სადილით და ვახშმით…

კვებებს შორის იდეალური ინტერვალი – 5 საათის შუალედია, არ უნდა იყოს წახემსება ძირითად კვებებს შორის“, – ამბობს მედიკოსი.

🍽️⏰ კვებებს შორის იდეალური ინტერვალი – 5 საათის შუალედია

🍽️⏰ კვებებს შორის იდეალური ინტერვალი – 5 საათის შუალედია

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on პარასკევი, 07 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g