LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საავადმყოფოში თვალი გავახილე და პატრიარქს ვხედავ. მინდოდა წამოვმდგარიყავი და მისთვის დამეჩოქა…“ – ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი დავით შიშნიაშვილი ილია მეორეზე

1353
Untitled design

შვიდკაცას წევრი დავით შიშნიაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პატრიარქთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს. 

„ნათლისღების დღესასწაული იყო წინა დღეს, როცა მე მოვყევი ავარიაში. ურთულესი დღე იყო, უწმინდესთან სულ სტუმრები მიდიოდნენ… უთხრეს, რომ ერთ-ერთი მგალობელი არის ცუდადო… ღამის 11 საათია და თქვა, რომ მივდივართ „ღუდუშაურის“ კლინიკაშიო.

საავადმყოფოში თვალი გავახილე და პატრიარქს ვხედავ. „როგორა ხარ დავით“ – მეკითხება და მე ვერ ვხვდები უცებ სად ვარ… პირველ რიგში მოვიდა დიდი სიყვარული და ნუგეში. მინდოდა წამოვმდგარიყავი და მისთვის დამეჩოქა… იყავი, იყავიო და დამაწყნარა. 

მართლა სასწაული იყო ის ფაქტი, რომ 7 პაციენტი ვიყავით, ჩემზე გაცილებით მძიმედ იყო ერთი ადამიანი, რომლის დედაც არ აწერდა ხელს, რომ მისი შვილი აპარატიდან გაეთიშათ…

პატრიარქი რომ შემოდიოდა, ამ ბიჭის დედა ეხვეწებოდა დედაჩემს, იქნებ პატრიარქს უთხრა დალოცოს ჩემი შვილიცო… დღეს ის ადამიანი ცოცხალია და ყველანი, შვიდივე ვინც იქ ვიყავით, ყველა გადავრჩით“, – აცხადებს დავით შიშნიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g