სამეგრელოს შესახებ გადაღებული ვიდეო მსოფლიო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ და განსაკუთრებით – სამეგრელომ გაიმარჯვა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს საპრომოციო ვიდეო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა!
ვიდეო შექმნილია ჩვენი მეგობრებისა და მჭიდრო პარტნიორის USAID/Georgia The USAID Economic Security Program დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ!“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.