LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ საუკეთესო მამა ხარ“ – ჯანლუკა ვაკის ქალიშვილი, რომელიც „მგლის ხახით“ დაიბადა, ალაპარაკდა

480
page

ცოტა ხნის წინ იტალიაში მამის დღე აღნიშნეს. ამ დღეს „მოცეკვავე მილიონერის“, ჯანლუკა ვაკის მეუღლემ, შერონ ფონსეკამ მას ვრცელი, ემოციური პოსტი მიუძღვნა და ქალიშვილთან,  ბლუ-იერუსალიმთან ვიდეო  გაავრცელა.

„შანსს ხელიდან არასდროს გავუშვებ, რომ გითხრა, შენ საუკეთესო მამა ხარ. შენ ჩემს აღფრთოვანებას ყოველდღიურად იწვევ. ჩემო სიყვარულო, როცა ბლუ-იერუსალიმთან ერთად გხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე შენით ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენი ქალიშვილი გაიზრდება, ისიც ასევე იამაყებს შენით“, – წერს ფონსეკა.

აღსანიშნავია, რომ 2 წლის ბლუ-იერუსალიმი ვიდეოს ერთ მონაკვეთში „მამას“ წარმოთქვამს. შეგახსენებთ, ვარსკვლავების ქალიშვილი ურთულესი თანდაყოლილი პათოლოგიით, „მგლის ხახით“ დაიბადა. მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ჩანს, პატარა გოგონას განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მას უკვე მეტყველებაც შეუძლია.

როდესაც „მოცეკვავე მილიონერის“ ქალიშვილი ხარ – ჯანლუკა ვაკიმ 2 წლის ბლუ იერუსალიმს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა

„ორი წელი შენთან ერთად… ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი ოცნების მამა გავხდე“ – ჯანლუკა ვაკი და შერონ ფონსეკა ბლუ იერუსალიმის ამაღელვებელ ვიდეოებს ავრცელებენ

,,მოცეკვავე მილიონერი” ჯანლუკა ვაკი სამაგალითო მამა გახდა – მამა-შვილის თბილი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Fonseca (@sharfonseca)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები