მამუკა მდინარაძე, შვილთან, გუგასთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ღამის შოუ“ სტუმრობდა.
მამა შვილმა ლეგენდარული სიმღერა „თეთრ კლავიშებს“ საოცრად იმღერეს და ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.
„მამუკა საუკეთესო მამაა,“ – ამბობს გუგა.
„ძირითადად ბავშვებს შაბათ-კვირა ვნახულობ, ძალიან იშვიათად მიწევს სახლში ადრე მისვლა რომ გამოვკითხო სწავლის ამბები,“ – ამბობს მამუკა.
პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა 2023 წლის ყველაზე დიდ მოვლენაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე:
2024 წლისთვის დაპირება არ ვიცი, მაგრამ ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და ისეთ წელს, როგორიც იყო 2023 წელი, ჩვენ ამაყად მივიღეთ ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსი],“ – ამბობს მდინარაძე.