ილია თოფურია და ხვიჩა კვარაცხელია ერთად პოზირებენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრები გვიზიარებს.
,,კვარას რა ბავშვური გულწრფელობა უციმციმებს თვალებში…მადლობა რომ არსებობთ, მადლობა რომ გვაამაყებთ”…,,შესანიშნავი დგომი”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.
ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.