ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის, ბრიჯიტ ჯონსის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც ფილმის მთავარი ვარსკვლავი, რენე ზელვეგერი, ასევე პერსონაჟის შემქმნელი, მწერალი, ჰელენ ფილდინგი.
56 წლის რენე ზელვეგერი წითელ ხალიჩაზე ელეგანტური „ლუქით“ პოზირებდა. მას შავი კაბა-პალტო ეცვა.
ცნობისთვის, ბრიჯიტ ჯონსი პოპულარული პირველად ჰელენ ფილდინგის რომანების წყალობით, 1990-იანი წლების ბოლოს გახდა. რენე ზელვეგერის მონაწილეობით გადაღებული ფილმების გამოსვლის შემდეგ, პერსონაჟი მალევე იქცა კულტურულ ფენომენად, ფილმების სერია ყველაზე წარმატებულ რომანტიკულ კომედიებად არის დასახელებული.
„ბრიჯიტ ჯონსის დღიურებისთვის“ რენე ზელვეგერი „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული.
მშვენიერი რენე ზელვეგერი ვარდისფერ კაბაში „ბრიჯიტ ჯონსის“ პრემიერაზე