LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “შვილი მომიკლა სააკაშვილმა, როგორ უნდა ვაპატიო? მეტირება ახლაც” – თამაზ მოლაშვილი

624
Untitled design - 2021-12-14T163327.158

ბოლო დროს აქტუალური გახდა შერიგების საკითხი. ამ თემაზე განცხადებები მას შემდეგ კეთდება, რაც 10 დეკემბერს ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, “საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

ეროვნული შერიგები იდეის მიმდევრები აცხადებენ, რომ შერიგება საფუძვლად უნდა დაედოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

შერიგების თემას არ იზიარებს სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი.

„მე ვინ უნდა მითხრას, მეტირება, ამას რომ ვამბობ, შეურიგდი და აპატიეო… მე არ ვაპატიებ. ჩემი შვილი აღარ მყავს ცოცხალი, შვილი, შვილი ხალხო.

ვინც ტაშს უკრავს და ეფერება ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, იმას რომ შვილი მოუკლან, ის მიეფერება და ტაშს დაუკრავს სააკაშვილს? მე შვილი აღარ მყავს. შვილი. შვილი მომიკლა “იმენნა” სააკაშვილმა“, – ამბობს სულხან მოლაშვილის მამა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“.

შერიგების თემაზე გაკეთებული განცხადებები:

სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული: ნიკა მელია

რა შერიგება, რის შერიგება? გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ – გრიგოლ ვაშაძე

გია ვოლსკი: თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის

„უნდა ვაღიაროთ შეცდომები, სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ, თუ არა, ჩვენი შერიგების შანსი არ არის“ – მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს შერიგება ამბიონიდან შესთავაზა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g