LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სხივივით გოგონას ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ გამოძიებამ საკუთარ თავს დრო არ უნდა მისცეს” – წულუკიანი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

86
BeFunky-collage - 2022-10-27T005224.611

სხივივით გოგონას ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ გამოძიებამ საკუთარ თავს დრო არ უნდა მისცეს, – აღნიშნულის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

“რა მოხდა რომ გავიგოთ, მანამდე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ ის რომ 9 ადამიანია საპატიმროში და ის რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აქტიურად და სავარაუდოდ, ძალიან მალე, სრულ სურათს დავინახავთ, რასაკვირველია, სხივივით გოგონას ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ სიმართლეს აქვს თავისი წონა გლოვისას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მშობლებისთვის..რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობას, კახა კალაძეს არ ეშლება თქვას, რომ რაღაც დავაშავე, ან არ დავაშავე. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას ამ ტკივილში. ყველანი ჭირისუფლის გვერდით ვართ. მთავარი გამოძიებამ დაადგინოს რომელმა რგოლმა რა დააშავა”, – აცხადებს წულუკიანი.

 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი

მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა – ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

magti 5g