ილია თოფურიამ საქართველოს ნაკრები მოინახულა და ბიჭებს მნიშვნელოვან მატჩამდე წარმატება უსურვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში წარწერით „ჩემპიონი აქ არის!“ ეროვნული ნაკრები გვიზიარებს.
„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და საქართველოსთვის დღევანდელი თამაში. არამხოლოდ ისინი, არამედ მთელი საქართველო აიხდენს ოცნებას, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდებით. სულით და გულით ნაკრებთან ერთად ვიქნები“ – აღნიშნა ილიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ქალაქ ელჩეში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.