LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ, როცა ტელეწამყვანი ატირდა: „ძალიან მწარე თემას შევეხები… ბავშვობის ტრავმად დამრჩა დედაჩემის და მამაჩემის გაშორება… ვიცოდი, რომ ყველაფერი, რაც ჩემთვის კეთდებოდა, დედაჩემის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა…“

380
თაკო ჩორგოლაშვილი

ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის ყველაზე მძიმე პერიოდზე საუბრობს, რომლის წინაშეც 25 წლის ასაკში აღმოჩნდა. „ვიცოდი, რომ დედაჩემის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა ყველაფერი. მახსოვს, დედა მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ სხვა სამსახურში მიდიოდა და ათენებდა რამეს, გამთენიისას ბრუნდებოდა და სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს ამზადებდა დამატებითი შემოსავლისთვის. არასდროს მახსენდება დღე, როცა რამდენიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი ცუდ ხასიათზე ყოფილიყო.

ძალიან მწარე თემას შევეხები. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი უკავშირდება ემიგრაციაში ყოფნას, არა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოდან შორს ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ოჯახს სრულფასოვანი სახე ჰქონდა, დედა, მამა და მე. ეს წლები მახსენდება ყველაზე ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ბავშვობის ტრავმად დამრჩა დედისა და მამის გაშორება. ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ვერ გადავლახე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g