LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტორტი, ვარსკვლავური სტუმრები და ბედნიერი იუბილარი – ლეონარდო დიკაპრიომ 51-ე დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა

286
page

ლეონარდო დიკაპრიომ 51-ე დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ზეიმობს ოსკაროსანი მსახიობი დაბადების დღეს მეგობრებთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად. საღამოს ორგანიზატორი მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი გახლდათ.

მარტინ სკორსეზეს ქალიშვილმა, ფრანჩესკა სკორსეზემ გააზიარა კადრები, სადაც ლეოს იუბილეს ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯიმი ფელონი, მარტინ სკორსეზე და სხვა ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლები.

სტუმრები ერთხმად უმღეროდნენ იუბილარს Happy Birthday-ს, ლეოც საოცრად ბედნიერი სახით აქრობდა ტორტს.

საღამო გაგრძელდა მუსიკით. ფრანჩესკამ ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჯიმი ფელონი ფრენკ სინატრას ლეგენდარულ სიმღერას My Way-ს ასრულებს.

„ნუთუ 50 წლისაა, პატარა ბიჭივით გამოიყურება“ – ლეონარდო დიკაპრიოსა და ვიტორია ჩერეტის უახლესი გამოჩენა

„როცა ასაკი თავისას ამბობს“ – ლეონარდო დიკაპრიოს ჯერ მჯდომარე ჩაეძინა, შემდეგ კი წელი გაუკავდა – 50 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები მედიას იპყრობს

ლეონარდო დიკაპრიომ გასახდომად „ოზემპიკს“ მიმართა – 50 წლის ლეო და მისი 27 წლის საცოლე სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები