LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “თუ გულწრფელად იყავი გირგვლიანის წამების წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იმის მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ” – მარგველაშვილი

230
BeFunky-collage - 2022-12-29T013427.936

თუ შენ მართლა, გულწრფელად იყავი წინააღმდეგი გირგვლიანის წამების, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში, როგორ შეიძლება, იმისი მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ?, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, ან მაშინ არ იყავი გულწრფელი, ან ახლა არ ხარ.

„მე რომ ასე არ ვფიქრობდე, რომ მიხეილ სააკაშვილს გააჩნია დანაშაული და მე რომ არ ვფიქრობდე, ყველა დანაშაულზე ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, მე ხაზი უნდა გადავუსვა თუნდაც საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას. 2003 წლიდან სააკაშვილის პოლიტიკა მე არ მომწონდა, მეტიც ამას ყოველთვის ძალიან ღიად ვაფიქსირებდი და საზოგადოებამ ჩემი პოზიცია იცის.

მიმაჩნია, რომ ყველა არის პასუხისმგებელი დანაშაულისთვის. შესაბამისად, მე არ მიმაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია რაღაცა, არ ვიცი სამართლებრივად ეს რამდენად მსჯავრდებადია. მე არ ვიყავი ამ პოლიტიკოსის გვერდით, პირიქით მისი ოპონენტი ვიყავი.

პირველ რიგში, ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ ამ ადამიანის გასამართლება ხორციელდება ფარსით. თუ შენ მართლა, გულწრფელად იყავი წინააღმდეგი გირგვლიანის წამების, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში როგორ შეიძლება, იმისი მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ ან მაშინ არ იყავი გულწრფელი ან ახლა არ ხარ. იმიტომ რომ ღირებულებები და მორალი არ იცვლება ხელისუფლებებთან ერთად. არ მჯერა იმ ადამიანის, რომელიც მეუბნება „ჩემთვის მიუღებელი იყო გირგვლიანის წამება, ხოლო სააკაშვილის წამება მისაღები“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

 

ღირებულებები და მორალი ხელისუფლებებთან ერთად არ იცვლება — გიორგი მარგველაშვილი

„თუ შენ მართლა, გულწრფელად იყავი წინააღმდეგი გირგვლიანის წამების, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში როგორ შეიძლება, იმისი მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ – ან მაშინ არ იყავი გულწრფელი, ან ახლა არ ხარ,“ — გიორგი მარგველაშვილი

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 28 დეკემბერი, 2022

 

 

„არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი“ – 130-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს

„ჩემი ინტერესის სფერო არ არის კარგად არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ჩემს ინტერესებშია რამდენად არის მისი უფლებები დაცული“ – რატი იონათამიშვილი

შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები… მოუვლელია – ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამავე თემაზე:

დღეიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

მელია: ჩანს დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა – ტექნიკურად, პროცესის წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელია.. მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება

გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g