ნატალია ყიფშიძეს სასამართლოზე საზღვარგარეთ მყოფმა მეგობარმა, ელენემ ყვავილების თაიგულით მიაკითხა.
როგორც ნატალია წერს, მისთვის ეს ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო.
სასამართლოზე რომ საჯაროდ დავწერე ყველამ მომიკითხა და ვიფიქრე ელეს გამორჩა ეს ამბავი და ჩემით აღარ მივწერთქო… თურმე გაიგო, ბილეთი იყიდა და პროცესის დღეს ჩამოვიდა. ყველაზე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ამ პერიოდში ოჯახისგან, მეგობრებისგან და უცნობი ადამიანებისგან! დიდი მადლობა ყველას!. ამჯერად ველოდები 28 მაისს და ვიმედოვნებ რომ შიშის დასანერგი სპექტაკლები მშვიდობიანად ჩაივლის ჩემთვის და დანარჩენი უდანაშაულო ადამიანებისთვის”, – წერს ნატალია ყიფშიძე.