დაზმირ ლიპარტელიანმა, რომელიც ხონის რაიონიდანაა, „პირველი არხის“ მუსიკალურ პროექტში „ხალხური“ გამოჩენისთანავე ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
მან შესარჩევ ტურში სცენაზე მუხამბაზი წაიკითხა, იმღერა და იცეკვა კიდევაც. ჟიურიმ მის მიმართ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატა. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი სცენაზე ავიდა და კონკურსანტთან ერთად იცეკვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში „პირველი არხი“ ავრცელებს.