LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოველთვის საშიშია თუ არა ლიმფური კვანძების გადიდება“ – რას აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

202
მაია ბუწაშვილი

ყოველთვის საშიშია თუ არა ლიმფური კვანძების გადიდება, როგორ უნდა მივხვდეთ, არის თუ არა ლიმფური კვანძი ნამდვილად გადიდებული და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც აღნიშნულ საკითხზე საუბრობს.

როგორც მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, უმრავლეს შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდება, სრულიად ბანალურ, ყოველდღიურ ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება.

ვიდეოს თანდართულ ტექსტში ინფექციონისტი წერს:

„ბევრი ადამიანი შფოთავს ლიმფური კვანძების გადიდების გამო, განსაკუთრებით, მშობლები, როცა ბავშვს ლიმფური კვანძი ესინჯება. ეს შფოთვა გამოწვეულია იმით, რომ ადამიანების წარმოდგენაში ასოცირდება ონკოლოგიურ დაავადებებთან, თუმცა ძალიან ხშირად ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზს ინფექციური დაავადებები წარმოადგენს.

ზოგჯერ კი ლიმფური კვანძები, რეალურად, გადიდებული საერთოდ არ არის ხოლმე და პაციენტის შფოთვას საფუძველი არ აქვს“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ბევრი ადამიანი შფოთავს ლიმფური კვანძების გადიდების გამო, განსაკუთრებით მშობლები, როცა ბავშვს ესინჯება ლიმფური კვანძი. ეს შფოთვა გამოწვეულია იმით, რომ ადამიანების წარმოდგენაში ასოცირდება ონკოლოგიურ დაავადებებთან, თუმცა ძალიან ხშირად ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზს ინფექციური დაავადებები წარმოადგენს. ზოგჯერ კი ლიმფური კვანძები რეალურად გადიდებული საერთოდ არ არის ხოლმე და პაციენტის შფოთვას საფუძველი არა აქვს. ვიდეო:: ❓ყოველთვის საშიშია თუ არა ლიმფური კვანძების გადიდება?

Posted by Maia Butsashvili on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g