LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზაზა მამალაძე: „ჩემი შვილიშვილი დადის თავის შეყვარებულთან ერთად. დადიან, ცალკე ცხოვრობენ. ჩემი ბიჭია, ჯანდაბას, მაგრამ მე გოგონას ვუფრთხილდები. ვეუბნები ხოლმე, რაღაც სახელი დავარქვათ ამას, დამალოცვინე…“

277
page

მომღერალი ზაზა მამალაძე „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს იმის შესახებ, რომ არ მოსწონს ახალგაზრდების დამოკიდებულება ქორწინებისადმი:

„რაღაცები შეიცვალა იმ მხრივ, რომ აღარ ეკითხებიან ახალგაზრდები, ცალკე უნდათ ყოფნა, სანამ გაოფიციალურდება. ეს არ მომწონს. ჩემი შვილიშვილი დადის თავის შეყვარებულთან ერთად. დადიან, ცალკე ცხოვრობენ. ჩემი ბიჭია, ჯანდაბას, მაგრამ მე გოგონას ვუფრთხილდები. ვეუბნები ხოლმე, რაღაც სახელი დავარქვათ ამას, დამალოცვინე ეს ხალხი. შვილიშვილს ვესაუბრები ხოლმე, მაგრამ არ ვარ ამისთვის მზადო. ჯერ მატერიალურად უნდა მოვმაგრდეო. მეორე მხარე ხომ ჩემი უნდა გახდეს, ჩემი შვილიშვილიც იგივე შვილია. იქითა მხარის მშობლებზე ვნერვიულობ… არაფერი ვიცი და არ ვუღრმავდები… ვერაფერს შევცვლი… სანდრო გადასარევი ყმაწვილია, მაგრამ რა ვქნა, წესების კაცი ვარ. რაღაცაში უნდა დაიცვა წესი, რაღაცაში ნუ დაიცავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g