ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ არის კარგი, როდესაც მეორე ნახევარი ტელეფონის ჩვენებას გთხოვთ:
„ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემს თავზე თუ ვიტყვი, თუ ვინმემ ტელეფონის ჩვენება მომთხოვა, მე შეიძლება ტელეფონი ვაჩვენო, მაგრამ იქვე დავამთავრებ ურთიერთობას, რადგან სიყვარული არის პატივისცემა და ნდობა. როდესაც მე თქვენს ტელეფონს არ ვამოწმებ, იმიტომ კი არ ვამოწმებ, რომ სულელი ვარ და მომატყუებთ, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად მანდ გიმტკიცებთ, რომ მიყვარხართ…
ადამიანი იტანჯება არა გარეგანი რაღაცებით, არამედ შინაგანად, თავისი ქცევის გამო. თუ ის, ვინც შენ გვერდითაა, სულ იტყუება, ბოლო-ბოლო ხომ ხვდები, რომ იმ ადამიანთან ერთად ხარ, ვინც სულ გატყუებს? რაღა ეს შეარჩიე?“
