რამდენიმე დღეში ფილმის, „ბაბილონის“ პრემიერა შედგება, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარტო რობი ასრულებენ. ახლახან რობის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის ბრედ პიტზე საუბრობს. როგორც ჩანს, ქერა ლამაზმანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბრედ პიტს აკოცა, ისე რომ ეს სცენარით გათვალისწინებული სულაც არ იყო. მისი განცხადებით ეს მან რეჟისორის დახმარებით შეძლო.
„ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა ბრედ პიტის კოცნის შანსი, გადავწყვიტე უბრალოდ, ავმდგარიყავი და გამეკეთებინა ეს. რეჟისორს ვუთხარი ოჰ, მიჩივლე თუ გინდა, ამის შანსი შეიძლება აღარასოდეს მქონდეს“, – ამბობს 32 წლის მსახიობი.
ცნობისთვის, ფილმში მარგო დამწყები მსახიობის, როლს ასრულებს. კინოკრიტიკოსები სამსაათიან ფილმს, „ოსკარის“ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.
ტოსკანის მზის ქვეშ – მარგო რობისა და მისი ბრიტანელი მეუღლის რომანტიკა იტალიაში
მარგო რობი „ჟაკმიუს“ კაბა-სარაფანში ჰოლივუდის მთავარ მამაკაცებთან ერთად (ფოტო)