LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა“ – დემნა გვასალიას ემოციური პოსტი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს

265
page

„ბალენიაგას“ კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება. ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში. შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას!“ – ეს მიმართვა „დემნა დეილის“ გვერდზე ვრცელდება.
ცობისთვის, დემნამ „ბალენსიაგას“ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ გამართა, რომელზეც ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები