LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიღაც BMW მძღოლმა ისეთი მანევრი გააკეთა, მართლა ბეწვზე გადავრჩი. ჩვეულებრივად მკლავდა” – რა შეემთხვა ვიკა ბუკიას

271
BeFunky-collage

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში საზოგადოებას გუშინ, ისანში მომხდარ ამბავს უზიარებს, რა დროსაც, როგორც ვიკა ბუკია წერს, BMW-ს მძღოლმა ისეთი მანერვი განახორციელა, რომ “ბეწვზე გადარჩა”.

“სპორტულ BMW რომ ყიდულობ, ხარ დუნდუკი. რეგვენი. ახლა არ დამიწყოთ, რომ ყველა ეგეთი არაა და აშ. კი, ამ მანქანას ყიდულობენ ზუსტად რეგვენი მანევრების გამო. და ყიდულობენ რეგვენები. იმიტომ რომ მეტი გაქანება და ტვინი არ აქვთ ამ მანქანის მძღოლებს, როგორც წესი.

გუშინ, ისანში ვიღაც BMW მძღოლმა ისეთი მანევრი გააკეთა, მართლა ბეწვზე გადავრჩი. ჩვეულებრივად მკლავდა. ისიც ხომ გაიგებდა იმ ბავშვის ამბავს, მაგრამ არანაირი დასკვნა, დაფიქრება, უბრალოდ იდიოტია და მორჩა.

კი, თუ რეგვენი ხარ, ნებისმიერ მანქანაზე შეგიძლია გამოავლინო, მაგრამ BMW იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობებს და მაგიტომაც ყიდულობენ. ასეა. და ეს მანქანა ძალიან ბევრს ამბობს ხოლმე მძღოლზე.

ფეხის ამპუტაცია დასჭირდა 10 წლის ბავშვს. ბავშვს რომელიც იდგა გაჩერებაზე თავისთვის და ელოდებოდა ტრანსპორტს პატიოსნად. ჩვენ ასე ვასწავლით შვილებს.

მწვანეზე გადავიდნენ.

წითელზე გაჩერდნენ.

გაჩერებაზე როგორ იდგნენ.

სად დაუქნიონ ხელი ტაქსის. და სად – არა.

მაგრამ რად გინდა? აი, რა დავაშავეთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვზრდით ბავშვებს? გარემოში, სადაც ვიღაც ნეხვი გიგნრევს ცხოვრებას რაღაც

მანევრის გამო?!

გული უძლებს ამ ტრაგედიებს. უძლებს”, – წერს ვიკა ბუკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g