ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ყოფილი ქმართან ურთიერთობაზე საუბრობს.
„ვინც ფიქრობს, რომ რაიმე კონფლიქტი გვაქვს მე და ჩემს ყოფილ ქმარს, იცოდეთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 3 ულამაზესი გოგონა გვყავს, ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. არც ერთს არ გვსიამოვნებს ნეგატიური კომენტარები. და კიდევ დავამატებდი, ვიღაც შორეული ნათესავების გასარჩევი არ არის, მე რა ქონება მაჩუქა. ეს მისი სურვილი იყო, რადგან მე მისი ანგელოზების დედიკო ვარ!
ისევე, როგორც მე, მასაც ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად გრძნობს თავს.
ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბევრი სიკეთე გაუკეთებია, რასაც ძალიან ვაფასებ“.

აღსანიშნავია, რომ მარიამმა დაახლოებით ორი თვის წინ გაამხილა, რომ მეუღლესთან — დავით ბოლქვაძე – 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.
ბათუმელი მოდელისა და ინფლუენსერის მარიამ შუკაკიძის ყოფილმა მეუღლემ, დავით ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ შვილების დედაზე ცუდად საუბრის უფლებას არავის მისცემს.
„არ მინდა წასვლა, მაგრამ საქართველოდან მივდივართ” – რას წერს ბათუმელი მოდელი, მარიამ შუკაკიძე
