LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია: ,,მახველებს დიდხანს, გაუთავებლად, თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც”

221
ვიკა ბუკია

ტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინიკიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ აწვდის ახალ ინფორმაციას.

გთავაზობთ ჟურნალისტის პოსტს:

ვირუსს ორი ეტაპი აქვს. კოვიდის დამარცხება და მასთან ბრძოლაში გამოლეული ძალების აღდგენა. მე ჯერ არ ვიცი სად ვარ. პირველი ეტაპი გავიარე თუ არა მეტყვიან ზეგ, ტესტის შემდეგ. და მეორე ეტაპზე ახლა გადავდივარ.

ლევანზე სულ უფრო ნაკლებს ვწერ. ჩემზე ყოჩაღია და სიმპტომებიც ნაკლები აქვს. ნაკლებად ახველებს და ენერგია აქვს.

სიცხე არ მაქვს უკვე მესამე-მეოთხე დღეა. მაგრამ მახველებს. მახველებს. მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც. და მერე ხველას მოსდევს სველი შუბლი, ვიცი რომ ამ დროს ფერს ვკარგავ და ჰაერი ოთახში უბრალოდ ქრება. ვიკეთებ ჟანგბადს, მივწვები და შვებას ვგრძნობ. მაგრამ არ მინდა ვიწვე და მსიამოვნებდეს. მინდა ფეხზე ვიდგე და ისე ვგრძნობდე შვებას. მერე მეშლება ამაზე ნერვები და შეიძლება ვიჯღავლო კიდეც უცებ. მე ძალიან მეჩქარება აქედან გასვლა და რაც უფრო მეჩქარება, მით უფრო მღალატობს ნერვები. სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. სულ სხვა რუტინაში. მიჭირს ფსიქოლოგიურად გადალახვა ჩემი რეალობის.

იმ რაღაც ცივ ორმოს ისევ ვგრძობ სხეულში. და პირი ისევ მოკუმულია ორმოში სიცივე არ მომხვდეს. ლიმონიანი ჩაი მსიამოვნებს. იმ ორმოს სიამოვნებს. ახლა ვიცი, რომ ეს ორმოა ჩემი ბოლო ბრძოლა ვირუსის დამაცხებამდე. იარა, იარა ორგანიზმში, ამატკია ხან თავი, ხან ფეხი, ნერვები და ფილტვებში ჩაიმალა. ,,ის” იქ ჩაბუდდა. იქ დარჩა და იქიდან უნდა გაქრეს, ამოძირკვოს და გადაშენდეს სამუდამოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g